თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად  დაღუპვის გამო და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

უწყების ინფორმაციით, აფრიამაშვილი დათხოვნაში იმყოფებოდა.

“აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.