ალტ ინფოს“ ორგანიზებით პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, ისინი ითხოვენ იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს.
„ჩვენ აქ არ ვართ შეკრებილი პარტიული ნიშნით, ჩვენ აქ არ ვართ შეკრებილი ვიღაცის პირადი ინტერესების გამო. დღეს აქ ერი და ბერი შეკრებილია კონკრეტული მოთხოვნით, ეს მოთხოვნა არის სამართლიანობა. დღეს გვაქვს ეგ მოცემულობა, როდესაც 5 ივლისის ბიჭები ახლაც ციხეში არიან და ამ შენობას რომ შტურმით იღებდნენ და პოლიციელებს წვავდნენ, ის ხალხი გარეთაა. ლაშა შარუხიამ ევროკავშირის ჭინჭი რომ დაწვა, 6-წლიან სასჯელზე უშვებენ და ნატა ფერაძემ წმინდა ხატს შეასხა საღებავი. მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა, ვინც ჩვენ დედა ეკლესიას ექცევა იმ ფორმებით, რომლებიც გადავიდა ზღვარს. ბევრი ამბობს, თურმე ჩვენ შეიძლება, მშვიდობას ვურევთ, სინამდვილეში ერთადერთი. რისთვისაც ხალხი იბრძვის, არის მშვიდობა. “, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.