“კიდევ ერთხელ ვაცხადებ, იყო მცდელობა მზაკვრულ შეთქმულებაზე წამოკიდების… ვინც ეს გზავნილი წაიკითხა და კიდევ ვერაფერი გაიგო და ისევ ბრაზობს რაღაცაზე, დარწმუნებული ვარ, დრო დაანახებს!…”

გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, როგორც ვხვდები გარკვეულ პირებს გული დაწყდათ შემდეგზე:

1. არ მოხდა ევროკავშირის დროშაზე შეტევა, რაც საბოლოოდ გადაკვალიფიცირდებოდა პარლამენტზე შეტევად, შესაბამისი შედეგებით!
2. არ მოხდა საპატრიარქოს დარბევა და პირიქით, კონკრეტულად პატრიარქს მოესიყვარულა ხალხი.
შემდეგ საღამოს ლოცვაზე ავიდა სამებაში და ნეტარი მატრონას ხატი მოილოცა.
3. არ მოხდა სტალინის ფიგურის წმინდანის სახელის და ზოგადად მართლმადიდებლური სარწმუნოების წინ დაყენება, რაც ვერ მოხდებოდა საღ აზროვნებაში!
(და რომ მომხდარიყო სწორედ სტალინს და მის იდეას დააზიანებდა, რადგან იქ შეკრებული საზოგადოება შეირაცხებოდა სტალინურ სექტად. ნუ, ეს ყოველგვარად გამორიცხული იყო, ყველა ვარიანტში!)
აი, ამაზე მხვდება პოსტები და კომენტარები, არა მხოლოდ ლიბერასტებისგან….
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, იყო მცდელობა მზაკვრულ შეთქმულებაზე წამოკიდების, რასაც, კონკრეტულად კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ, უპასუხა ძალიან სწორად და გაიმარჯვა კიდეც!
გუშინ, ასევე გაიმარჯვა იმ ხალხმა, ვისაც კონკრეტულად “კონსერვატიული მოძრაობის ბრძოლა” სულაც არ აინტერესებდა და აქციაზე მოვიდა, როგორც სიწმინდის დამცველი!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავიდან აცილებულ იქნა უდიდესი უბედურება ერის და ბერის თავს შემოხვეული, და ამ დროს პოზასა და გამოცემული ბგერების კრიტიკა მეტყველებს ან გაუგებრობაზე და სიტუაციის ღრმად ვერ გაანალიზებაზე ან დაბოღმვაზე, რომ გუშინდელი დღე ხალხის ლამაზი გამარჯვებით დასრულდა!
დანარჩენი, უკვე კი იცით, ვისზეა!
ასი ათასობით ადამიანი ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და “შეთქმულ ჭინკებს” ვურჩევთ, არ გადაუხვიონ ხალხისგან მითითებულ გზას!!!
ვინც ეს გზავნილი წაიკითხა და კიდევ ვერაფერი გაიგო და ისევ ბრაზობს რაღაცაზე, დარწმუნებული ვარ, დრო დაანახებს!
? იმ ცნობილი ფრაზისა არ იყოს:
“რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს?!”