თურქეთში ებრაელი ფეხბურთელი დააპატიმრეს – ისრაელის მხარდამჭერი ჟესტის გამო

საქმე ეხება „ანტალიასპორის“ შემტევ ფეხბურთელს ზაგივ იეზკელს. მას შემდეგ, რაც 28 წლის ისრაელის მოქალაქემ, პირველი ლიგის მატჩში, „ტრაბზონსპორს“ გოლი გაუტანა და აგნარიში 1:1 გახდა, მან ხელსაბამი გამოაჩინა, რომელზეც დავითის ვარსკვლავი ჩანდა და ასევე, დაწერილი იყო: „100 დღე – 7.10.“.

7 ოქტომბერს, როგორც ცნობილია, მოხდა „ჰამასის“ ტერორისტული შეტევა ისრაელის მოქალაქეებზე, ამ უკანასკნელთა მასობრივი დახოცვისა და დატყვევების თანხლებით. იეზკელის ჟესტიც ამ თარიღს უკავშირდებოდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იეზკელს თავისმა გუნდმა კონტრაქტი შეუწყვიტა. გუნდის ხელმძღვანელობის ამ ნაბიჯს მხარი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამაც დაუჭირა.

გამოძიებას აწარმოებს ანტალიის პროკურატურა, „სიძულვილისადმი წაქეზების“ მუხლით.