ირანმა ერაყში, აშშ-ის ობიექტებს შეუტია

ქალაქ ერბილში , ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოსთან აფეთქებები მოხდა, – ამის შესახებ ABC News ერაყის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით წერა.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ მათ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე „ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტულ თავშეყრები“ იყო.

ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

ამავე ცნობით, არცერთი სამხედრო კოალიციის ძალები და არც აშშ-ის ჯარები არ დაშავებულან. კოალიციურმა ძალებმა, ასევე, ჩამოაგდეს სამი უპილოტო საფრენი აპარატი ერბილის აეროპორტთან. ქალაქის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია.