დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ლიზ ტრასი ჩინეთისთვის თავდაცვის აღჭურვილობის მიყიდვას ფარულად ლობირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას politico ავრცელებს.
მედიის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში დათარიღებულ პირად მიმოწერაში ბიზნესისა და ვაჭრობის მდივან, კემი ბადენოჩს თხოვა, ბრიტანული თავდაცვის მწარმოებლის სახელით ჩინეთისთვის სამხედრო აღჭურვილობა მიეყიდა.
გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების წარმომადგენლებმა, ყოფილი პრემიერის ინიციატივა დაბლოკეს და აღჭურვილობის ექსპორტის საშუალება არ მისცეს.
ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა პეკინს აღჭურვილობა ტაივანში შეჭრისთვის გამოეყენებინა. თავის მხრივ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ტაივანის მიმართ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, რადგან პეკინს კუნძულებზე ამბიცია დიდი ხანია აქვს.