„უცხო ქვეყნებიდან ცდილობენ რუსეთს დემოკრატია დაუწესონ, რაც არ გამოვა…რუსული საზოგადოების ერთიანობა და შიდა ეკონომიკის გაძლიერება მტრისთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა“- ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უცხო ქვეყნებიდან ცდილობენ რუსეთს დემოკრატია დაუწესონ, რაც არ გამოვა.

„ისინი ცდილობენ ჩვენთვის დემოკრატიის დაწესებას, არაფერი გამოვა, პირველ რიგში, იმიტომ რომ ხალხი სხვაგვარად ფიქრობს. მათ სურთ იყვნენ რუსეთთან, ისინი რუსეთის ნაწილი არიან“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა რუსეთის შემადგენელი ერთეულების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

ამასთან, პუტინის თქმით, „მტრისთვის“ რუსეთის ერთიანობა მოულოდნელი აღმოჩნდა.

„რუსული საზოგადოების ერთიანობა და შიდა ეკონომიკის გაძლიერება მტრისთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა“, – დასძინა პუტინმა.