ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთი კვირის განმავლობაში მეოთხედ მიიტანა დარტყმები იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე. ამის შესახებ CBS News ამერიკელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს.
გამოცემასთან საუბარში ოფიციალური პირი CBS-თან საუბარში ამბობს, რომ ეს პასუხია „ჰუსიტების“ მიერ კომერციული გემების სამიზნედ ქცევაზე.
მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში აშშ-ის კუთვნილ გემს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც ის დაზიანდა, თუმცა ბორტის წევრები არ დაშავებულან.
ამასთან, იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გასროლილმა რაკეტამ დააზიანა წითელ ზღვაში მცურავი ბერძნული გემი, რომლის ბორტზეც, ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. ამ შემთხვევაშიც, არავინ დაშავებულა.
როგორც CBS News წერს, აშშ-ის სამიზნე რამდენიმე ობიექტი იყო, საიდანაც ახალი თავდასხმები მზადდებოდა.