უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უსაფრთხოების მიზეზებით, საფრანგეთში ვიზიტი ბოლო მომენტში გააუქმა. ის ფრამგ კოლეგასთან სებასტიენ ლეკორნიუსთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებებში დისტაციურად მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა Le Monde ავრცელებს.
უმეროვის ვიზიტის დროს დაგგემილი იყო „რამშტაინის“ ფორმატის ფარგლებში საარტილერიო კოალიციის გამოცხადება. დაგეგმილი იყო საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეიარაღების მწარმოებელი კომპანიის Nexter -ის საწარმოში ვიზიტი.