“მთავარი არხის” ცნობით, თბილისის ცენტრში, სავარაუდოდ, არასწორად დაპარკინგებული მანქანის გადაყვანის მცდელობის გამო ატომობილის მეპატრონემ და მისმა ახლობლებმა ევაკუატორის მძღოლს სცემეს.
კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ერთ ადამიანს რამდენიმე მამაკაცი. ჩხუბი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, “კინგ დევიდის” კომპლექსის მახლობლად მოხდა.