პუტინს არ უნდა შევურიგდეთ, მის ბოროტებას წინ უნდა აღვუდგეთ – დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, იმის დემონსტრირებაა, რომ პუტინი არ იმარჯვებს“, – აღნიშნავს დევიდ კამერონი.

დიპლომატმა რუსეთის აგრესიის კონტექსტში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შეადარა იმ პერიოდს, რომელიც წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომს.

„ეს ჩვენი თაობის გამოწვევაა. ეს იმას ჰგავს, რომ 1930-იანი წლების ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლიდერი იყო. ჩვენ პუტინს არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი შეჭრა წარმოადგენს, წინ უნდა აღვუდგეთ“, – დასძინა ბრიტანელმა დიპლომატმა.