რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის გასული წლის დიპლომატიის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ რუსეთის “ახლო გარემოცვაში” შედის ახლო აღმოსავლეთის ხუთი სახელმწიფო.
მინისტრის განცხადებით, ესენია: ირანი, თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყატარი.
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო რუსეთ-ჩინეთის ურთერთობები და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ამჟამად “საუკეთესო პერიოდშია”. ლავროვმა ინდოეთთან ურთიერთობებიც დაახასიათა, როგორც “განსაკუთრებით პრივილეგირებული და სტრატეგიული”.
სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ დაგმო დასავლეთის 500-წლიანი ჰეგემონიის პრაქტიკა და დაადასტურა, რომ რუსეთი მხოლოდ თანასწორუფლებიან, ერთმანეთისადმი პატივისცემის საფუძველზე აგებულ დამოკიდებულებას ემხრობა სახელმწიფოებს შორის.