სირიის სამხრეთ ნაწილზე სავარაუდოდ იორდანიის ავიადარტყმებს ათი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები

სირიის სამხრეთ ნაწილზე სავარაუდოდ იორდანიის ავიადარტყმებს ათი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას სირიული მედია და „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ავრცელებენ.

სირიული მედიის ცნობით, იორდანიის საჰაერო დარტყმები იორდანიის საზღვართან, სუვაიდის პროვინციის ქალაქ არმანში ორ სახლზე განხორციელდა. დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ხუთი ქალი და სამი მამაკაცი.

იორდანიის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

სირიის სამხრეთის დიდი ნაწილს დაჯგუფება „ჰეზბოლა“ და სხვა პროირანული ჯგუფები აკონტროლებენ.