ჩრდილოეთ კორეა წყალქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ იტყობინება

ჩრდილოეთ კორეა წყალქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ იტყობინება. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, იაპონიის ზღვაში Haeil-5-23 ტიპის ბირთვული სისტემის გამოცდა წარმოადგენს პასუხს აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო წვრთნებზე, რომელიც 15-17 იანვარს ჩატარდა.

„მტკიცედ ვგმობთ აშშ-ისა და მისი სატელიტების ქმედებებს, რომლებიც 2024 წლის დასაწყისიდან სერიოზულად ემუქრებიან ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოებას“, – აცხადებენ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში.