იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ ტანკერს Chem Ranger-ს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.
როგორც მედია წერს, ეს არის მესამე ტერორისტული თავდასხმა კომერციულ გემზე წითელ ზღვაში ბოლო სამი დღის განმავლობაში.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა აღნიშნავს, რომ 18 იანვრის საღამოს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა ორი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ისინი გემის მახლობლად, წყალში ჩავარდა და გემი არ დაზიანებულა.