სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას აპროტესტებენ.
ცვლილება გულისხმობს სპეციალური პროკურორის ოფისის გაუქმებას, რომელიც მძიმე დანაშაულებს იძიებს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ კოდექსში ამ ცვლილების შეტანით, მთავრობასთან კავშირში მყოფი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ფინანსური დანაშაულისთვის დაუსჯელები დარჩებიან.
ცვლილებების გადახედვისკენ მოუწოდა მთავრობას პრეზიდენტმა ჩაპუტოვამაც.