წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გემებს საფრთხე არ ემუქრებათ, – ამის შესახებ „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა მუჰამედ ალ-ბაჰიტმა განაცხადა.
„ჰუსიტების“ წარმომადგენელი მუჰამედ ალ-ბუხაიტი ამტკიცებს, რომ იემენის ირგვლივ არსებული წყლები, რომელსაც ზოგიერთი გადამზიდავი ფირმა ერიდება ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ჯგუფის მიერ განხორციელებული აგრესიის გამო, უსაფრთხოა იმ გემებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არ არიან გარკვეულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ისრაელთან.
„რაც შეეხება ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, მათ გემებს რეგიონში არაფერი ემუქრება. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მათი გემების გავლის უსაფრთხოება წითელ ზღვაში“,- განაცხადა „ჰუსიტების“ წარმომადგენლმა.