კახეთში 12 წლის გოგო მამიდის ბიძამ გააუპატიურა, რომელიც გოგონას ბიძამ 45 წლის კაცი იარაღით დაჭრა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა.

შურისძიების მიზნით, გოგონას ბიძამ სავარაუდო ბრალდებული 45 წლის კაცი იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგო საავადმყოფოში იმყოფება.

ამავე ცნობით, გოგონას ბიძა დაკავებულია. საგარეჯოს კლინიკაში იმყოფება დაჭრილი სავარაუდო დამნაშავეც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე) და 117-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე) მიმდინარეობს.