ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას და ქრისტეს, საერთო არაფერი აქვს ეკელსიასა და ქრისტესთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ხელოვნური, მიზანმიმართული კამპანიაა დღეს დაწყებული.
„ხალხი, რომელმაც ჩინეთის კომუნისტური პარტია გამოაცხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და ეს ათდღიანი კამპანია ჩაატარა ისე, რომ სტალინის როლთან დაკავშირებით ერთი სიტყვა არ უთქვამთ. მივმართავ პაპუაშვილს და „ქართულ ოცნებას“, ერთი განცხადება მაინც გააკეთონ, სტალინი დადებითი პერსონაა მათთვის და საქართველოს ისტორიისთვის თუ უარყოფითი. ასე როგორ ახერხებენ, ლაპარაკობენ რწმენაზე და ვინც ეკლესიას ანგრევდა, ვინც უამრავი ადამიანი დახვრიტა, მასზე ერთ სიტყვას არ ამბობენ.
რაც შეეხება ეკლესიის თემას, ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთ რამეში, დიახ, ქრისტიანული და ევროპული ღირებულებები არის ერთი და, შესაბამისად, არავინ ებრძვის ამას და არც მოხდება, რომ ვინმემ გაბედოს ქრისტიანულ ღირებულებებთან ბრძოლა, პირველი ჩვენ აღვუდგებით ამას. მაგრამ ის, რომ ტაძარში არ უნდა იყოს სტალინის გამოსახულებიანი ხატი, ამაზე ყველა შევთანხმდით, მათ შორის საპატრიარქომაც ჩაიტანა ხატი და მიდის ისე გადაწერა, როგორიც არის კანონიკური. ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას და ქრისტეს, მას საერთო არაფერი აქვს ეკლესიასთან და ქრისტესთან. „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს ამაზე საუბარს, შემიძლია, უფრო ღრმად გავყვე, რა მასშტაბის მკრეხელობა და ფარისევლობაა, ქრისტე გამოიყენო არჩევნებში, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე. პირდაპირ გეუბნებით, ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ.
ხატზე თავდასხმას ვაფასებ რადიკალურ ქმედებად, მაგრამ ვინმე ამის გამო ადამიანს მიუვარდეს, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. ქრისტიანული გაგებით ეკლესია არსებობს ადამიანისთვის, ეს დავინახოთ, რაც არ უნდა ცუდი გაეკეთებინა ნატა ფერაძეს, მე არ დავუჭერ მხარს, რომ ამის გამო ის ჩაქოლონ.
ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, უფლება აქვს, როცა უნდა, მაშინ აღნიშნოს შობა. ადამიანის დევნა მის მიერ გამოთქმული აზრის გამო, მათ შორის, შობასთან დაკავშირებით არ შეიძლება. პაპუაშვილი, დიახაც, თუ ვინმე ახალისებს ძალადობას ბექა მინდიაშვილის მიმართ, ეს არის შალვა პაპუაშვილი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.