საბერძნეთში, პრემიერ-მინისტრის სასახლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
კერძოდ, ცეცხლი პრემიერ-მინისტრის სასახლის გვერდით მდებარე შენობის პირველ სართულის საწყობს გაუჩნდა.
მედიის ცნობით, ხანძარი დილის საათებში გაჩნდა და მალევე იქნება ლოკალიზებული. შემთხვევის შედეგად მხოლოდ შენობის გარე ფასადის მცირე ნაწილი დაზიანდა. ცეცხლის ქრობით პროცესში მონაწილეობდა 24 მეხანძრე, მობილიზებული იყო ორი დამატებით სპეციალური ტექნიკაც.
ხანძრის გამომწვევ მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. პირველადი მონაცემების მიხედვით, ეს მოკლე ჩართვის ბრალი შესაძლოა ყოფილიყო.