ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა დამასკოზე ისრაელის სავარაუდო საჰაერო თავდასხმის შედეგად.
მედიის ცნობით, დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, რომლის უკან, სავარაუდოდ, ისრაელი დგას, 4 ადამიანი გარდაიცვალა.
სირიის სახელმწიფო მედია დამასკოში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.
ისრაელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.