უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის 45-ე პრეზიდეწტის, დონალდ ტრამპის სიტყვებზე იმის შესახებ, რომ ის უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს. ზელენსკიმ ტრამპს კიევში ჩასვლა შესთავაზა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„დონალდ ტრამპ, გიწვევთ უკრაინაში, კიევში. თქვენ ამბობთ, რომ ომს 24 საათში გააჩერებთ, მე მგონი ეს დრო ჩამოსასვლელად საკმარისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომს მოკლე ვადებში დაასრულებს. უკრაინისთვის საფრთხეს შეიცავს.
„ის ამბობს, რომ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიღებს, ანუ არც რუსეთი, არც უკრაინა ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. ანუ ეს არის იდეა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეესაბამება, მაგრამ თუ ის ამბობს, რომ მის რეალიზებას გეგმავს, ის ამ იდეის რეალიზებას ნებისმიერ შემთხვევაში შეეცდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ასევე შეშფოთებულია იმით, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები მას ერთს ეუბნებიან, ხოლო ზურგს უკან შეიძლება სულ სხვა რამე გააკეთონ. ამასთანავე, ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე უკრაინა ვერ გადარჩებოდა. მან მედი გამოთქვა, რომ ეს დახმარება გაგრძელდება.