საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას გაზარდოს წარმოება, რადგან ევროპა ცდილობს გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინის მხარდასაჭერად.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტრანსფორმაცია, რომელიც დავიწყეთ, რათა უფრო სწრაფად ვუპასუხოთ უკრაინის საჭიროებებს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ვერ დავუშვებთ, რუსეთმა იფიქროს, რომ გაიმარჯვებს. რუსეთის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების დასასრულს ნიშნავს“, – აცხადებს მაკრონი.
მისი თქმით, მოსალოდნელია, თავდაცვის კომპანიებმა გაზარდონ წარმოების სიჩქარე და მოცულობა, ასევე განახორციელონ სიახლეები.