დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტუსკი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებს გამართავს.

მანამდე კი, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ როგორც მისთვის, ასევე პოლონეთის პრეზიდენტისთვის „უკრაინის თემა ნომერ პირველია“.