„ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში 25 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დაღუპულთა რიცხვი 178-ს, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 293-ს აჭარბებს. ჯამში ისრაელ-ჰამასის ომს 25,105 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 62,681 შეადგენს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებები ღაზას სექტორში გაგრძელდება. მათი, ცნობით „ათეულობით ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული და აღმოჩენილია დიდი რაოდენობით იარაღი”.