აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, თუ აშშ-ის კონგრესი უარს იტყვის უკრაინის შემდგომ დახმარებაზე, ამას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
„პრეზიდენტს {ჯო ბაიდენი} ესმის, რომ სხვა ქვეყნები აკვირდებიან ჩვენს ქმედებას. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ასევე ყურადღებით ადევნებენ თვალს, თუ როგორ ვიმოქმედებთ, რადგან აშშ-ის ხელმძღვანელობამ უკრაინას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია“, – აცხადებს კირბი.
კირბის თქმით, ცხადია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და ჩინეთის ლიდერიც სი ძინპინი ყურადღებით ადევნებენ თვალს შეერთებული შტატების ქმედებას.
კითხვაზე – თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი შეერთებული შტატების კონგრესი, უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე, კირბი ამბობს, რომ ამას შესაძლოა, კატასტროფული შედეგი მოჰყვეს.