ყირგიზეთში, სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრი (GFZ) ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ახლომდებარე ყაზახეთში, იგივე მიწისძვრა 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.