ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით კონფლიქტის გადაწყვეტაზე ისრაელის უარი მიუღებელია და პალესტინელებთან კონფლიქტის გახანგრძლივების რისკს ქმნის. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ანტონიუ გუტერეშის თქმით, ორი სახელმწიფოს არსებობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა და კონფლიქტის გრძელვადიანი დასრულება მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი.
გუტერეშმა ისრაელს კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტისა და ანკლავის მოსახლეობისთვის მეტი დახმარების მიწოდების უზრუნველყოფისკენ.