თეირანი აშშ-ს ისრაელისთვის დანაშაულის ხელშეწყობაში სდებს ბრალს. შესაბამისი განცხადება ანკარაში ვიზიტისას ირანის პრეზიდენტმა გააკეთა. მან ქვეყნებს, რომლებსაც ისრაელთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი აქვთ, მოუწოდა თელ-ავივთან ურთიერთობა გაწყვიტონ და აღნიშნა, რომ ამან მაინც შეიძლება შეაჩეროს პალესტინელი ხალხის ტანჯვა და მკვლელობა.
„ყველაზე უარესი რასაც სიონისტური რეჟიმი აკეთებს არის ის, რომ მხარდაჭერას იღებს აშშ-სგან და რამდენიმე დასავლური ქვეყნისგან. სინამდვილეში ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომ აშშ სიონისტურ რეჟიმს მხარს უჭერს. ისრაელთან კავშირს თუ გაწყვეტდნენ ქვეყნები, რომელთაც მასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, მაშინ შეიძლება ეს ყოფილიყო ეფექტური ხალხის ტანჯვისა და მკვლელობების შესაჩერებლად“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.