მოსკოვის სასამართლომ WSJ-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს პატიმრობა გაუხანგრძლივა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა გაუხანგრძლივა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

„გერშკოვიჩს პატიმრობა კიდევ 2 თვით – 2024 წლის 30 მარტამდე გაუხანგრძლივდა“, – აცხადებენ მოსკოვის სასამართლოში.

რუსული მედიის ცნობით, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან საქმის მასალები გასაიდუმლოებულია.

ცნობისთვის, 2023 წლის 30 მარტს The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებით გერშკოვიჩი აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ.