რუსეთში ბირთვული ყინულმჭრელის, „ლენინგრადის“ მშენებლობა დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ატომური ყინულმჭრელის, „ლენინგრადის“ მშენებლობის დაწყების ფორმალური ბრძანება გასცა.

მასთან ერთად, ბალტიის გემთმშენებლობის ქარხანაში  იმყოფებოდნენ „როსატომის“ ხელმძღვანელი ალექსეი ლიხაჩოვი, VTB ბანკის უფროსი ანდრეი კოსტინი და პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი.

„გთხოვთ, მომავალი ბირთვული ყინულისმტვრევის „ლენინგრადის” პირველ განყოფილებაზე ჩასაშენებელი დაფის დამონტაჟების ნებართვა მოგვცეთ“, – მიმართა პუტინს ალექსეი ლიხაჩოვმა. 

როგორც TASS წერს, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანების შემდეგ, „ხელში აიღეს ხრახნები და ჭანჭიკები, რათა მომავალი ყინულმჭრელის პირველ მონაკვეთზე ჩაშენებული დაფა დაემაგრებინათ“.

არსებული ცნობით, ატომური ყინულმჭრელი „ლენინგრადის“ საერთო სიმაღლე 52 მეტრი იქნება, მისი ეკიპაჟი 52 ადამიანისგან შედგება და მოწყობილობა 40-წლიან მუშაობაზე იქნება გათვლილი.