უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნა ანტირუსული ანკლავი, მოსკოვს არ დაუტოვეს სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ დაეწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთის გეოპოლიტიკურმა მტერმა მოახდინა გადატრიალება უკრაინაში და დაიწყო იმ მოქალაქეების ფიზიკური განადგურება, რომლებიც მზად იყვნენ, რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებისთვის.
„ამავდროულად, ისინი აქტიურად აგრძელებდნენ მუშაობას ანტირუსული პლატფორმის შექმნაზე იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს უკრაინა ჰქვია. უკრაინაში რუსეთის საწინააღმდეგო ანკლავი შექმნეს და ნატოს გაფართოებაზე ზედიზედ ათჯერ მოგვატყუეს. და ამიტომ ჩვენ დავიწყეთ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, მაგრამ ეს არ არის ომის დასაწყისი, მათ თავად დაიწყეს ომი დონბასში 2014 წელს“, – აცხადებს პუტინი.