დონალდ ტრამპი – იორდანიაში თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების შედეგია

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი იორდანიაში თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, აღნიშნული ფაქტი ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების შედეგია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

”დრონის თავდასხმა აშშ-ს სამხედრო ინსტალაციაზე იორდანიაში, რის შედეგადაც დაიღუპა 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა მრავალი სხვა, ამერიკისთვის საშინელი დღეა. ჩემი ყველაზე ღრმა თანაგრძნობა იმ მამაცი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც დავკარგეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი ამბობს,რომ აშშ ვერ გადარჩება თუ ბაიდენი მის მთავარსარდლად დარჩება და მოქმედ პრეზიდენტს სუსტი უწოდა.

იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ხოლო 25 დაშავდა.