ირანულმა დრონმა იორდანიაში სამი ამერიკელი ჯარისკაცი გაანადგურა და კიდევ ოცდახუთი მწყობრიდან გამოიყვანა; ბაიდენი გაბრაზებულია და იმუქრება

იორდანიაში, სირიის საზღვრის მახლობლად, სირიაში მოქმედმა პროირანულმა სამხედროებმა – ამერიკული ვერსიით, “ტერორისტებმა”, ამერიკელ სამხედროებს საგრძნობი ზიანი მიაყენეს. ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, მათ 3 ამერიკელი სამხედრო პირი გაანადგურეს და 25 დაჭრეს.

ამის შესახებ აშშ რეგიონული სამხედრო შტაბი, Centcom, იუწყება. ამერიკელ სამხედროებს სხვა დეტალები არ უცნობებიათ საზოგადოებისათვის.

შეერთებული შტატების იმპერიალიზმი ყველა ქვეყანაში საკუთარი სამხედროების განლაგებას ითვალისწინებს, მათ შორის, იორდანიაში. აქედან, ისევე, როგორც საკუთრივ სირიის ტერიტორიიდან, ამერიკელები სირიის კანონიერ ხელისუფლებას უწყობენ პროვოკაციებს. ამიტომ, სირიელთა პასუხი სავსებით ლეგიტიმურია.

აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომხდარი ფაქტით შეწუხებულია და “ტერორისტების” მისამართით მუქარებს გამოხატავს. პრეზიდენტმა დაიკვეხა, რომ აშშ სამხედროების განადგურებაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ საპასუხო ქმედებები განხორციელდება, “იმ მომენტში და იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ”.

ბაიდენმა ხოტბა შეასხა ამერიკელ ჯარისკაცთა სიმამაცეს, რომელიც აშშ არმიის ტექნოლოგიურ უპირატესობაში და ცოცხალი ძალისთვის მინიმალურ რისკებში გამოიხატება. ეს არის კიდეც ამერიკული “სიმამაცე”. ყველა სხვა შემთხვევაში, ამერიკელები ირჩევენ კუდამოძუებით გაქცევას, როგორც ეს ბოლოს ავღანეთში მოხდა.

ამ ყველაფერთან ერთად, სიტუაცია სირიაში ამერიკელთა სასარგებლოდ არ ვითარდება. ირანის გავლენა მთელ ახლო აღმოსავლეთში იზრდება. ირანს ძლიერი მოკავშირეები ჰყავს ერაყში, სირიაში, ლიბანში და, რა თქმა უნდა, იემენში.

ამერიკული მედიის ცნობით, ოქტომბერში ღაზას ომის დაწყების შემდეგ, ზემოთ წარმოდგენილი ფაქტი პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელი ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. CNN იტყობინება, რომ დრონი გამოშვებულ იქნა ირანის მხარდამჭერი მებრძოლების მიერ, როგორც ჩანს, სირიიდან. გაურკვეველია, რატომ ვერ შეძლო საჰაერო თავდაცვამ დრონის ჩაჭრა. აშშ-ს არაერთხელ გამოუხატავს შეშფოთება, რომ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში შეიძლება გადაიზარდოს რეგიონულ ომში.

ლონდონში განთავსებული, ე. წ. “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ” 100-ზე მეტი თავდასხმა დაითვალა სირიაში განლაგებულ ამერიკული კოალიციის ბაზებზე, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან პერიოდში მოყოლებული. აშშ-ის შეიარაღებული ძალები საპასუხოდ, დროგამოშვებით ახორციელებენ კონტრდარტყმებს პროირანული მოლაშქრეების ობიექტებზე, მაგრამ, როგორც ვხედავთ, დიდი წარმატების გარეშე.

პროირანული ძალები ვერ აღიკვეთება ვერც სირიაში, ვერც ლიბანში, ვერც ერაყში და ვერც იემენში. ამ პროგნოზს ჩვენ თამამად გამოვთქვამთ.

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”