ლოიდ ოსტინი – პრეზიდენტი და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას, მივიღებთ ყველა ზომას, რათა დავიცვათ აშშ, ჩვენი სამხედროები და ინტერესები

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აღშფოთებული და შეძრწუნებულია სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვისა და რამდენიმეს დაჭრის გამო,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, ჯარები ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში განლაგდნენ, სირიის საზღვართან ახლოს, ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად.

“ეს მამაცი ამერიკელები და მათი ოჯახები ჩემს ლოცვებში არიან და მთელი თავდაცვის დეპარტამენტი გლოვობს მათ დაკარგვას”, – განაცხადა ოსტინმა.

მან თავდასხმაში “ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები” დაადანაშაულა და გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები.

“პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე და ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატების, ჩვენი ჯარების და ჩვენი ინტერესების დასაცავად”, – ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.