“მთავარ არხს” დიდი “იაღლიში” მოუვიდა – ხელისუფლების (ამჯერად სამართლიანი) კრიტიკისთვის საბჭოთა კავშირის ქებათა-ქება გამოუვიდა. ეს ქებაც სრულიად სამართლიანია, ვინაიდან: დიახ, სწორედ საბჭოთა ხელისუფლება აშენებდა ასეთ მყარ, უმაღლესი ხარისხის შენობებს; დიახ, სწორედ საბჭოთა კავშირში იყო პრივილეგირებული საქართველო, უნიკალური სამედიცინო პროექტებით! და ამას ჩვენი ღვაწლმოსილი სპეციალისტები ამბობენ (ირიბად, რა თქმა უნდა), წარმოდგენილ ტელესიუჟეტში.
აქვე დავძენთ, რომ ჩვენი ნება რომ იყოს, ქოცური მთავრობის მორიგი იდიოტიზმი+ბოროტება, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევითა და პერსონალის დაშლით, მომავალში სპეციალურ ტრიბუნალს უნდა გადაეცეს.