ენტონი ბლინკენი – აშშ ელოდება, რომ უნგრეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მომდევნო კვირებში დაამტკიცებს

„შვედეთს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები ალიანსის ყველა სფეროში. გასული კვირის ბოლოს თურქეთმა მხარი დაუჭირა შვედეთის გაწევრიანებას ნატო-ში. უნგრეთს ახლა მოუწევს მოქმედება, რათა დაასრულოს პროცესი“- განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, ნატო-ს კარი ყოველთვის ღია იყო და რჩება ღია სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის.

„ვფიქრობ, პროცესი, რომელიც ჩვენ რეალურად ვნახეთ რეკორდულ დროში, ჯერ ფინეთთან და ახლა შვედეთთან, აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღია იყო და ღია რჩება, მათ შორის უკრაინისთვის, რომელიც გახდება ნატო-ს წევრი. ეს ასევე ხაზს უსვამს ერთ-ერთ გზას, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საშინელი სტრატეგიული მარცხია“- ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.