„მოციგურავე კამილა ვალიევას დისკვალიფიკაცია რუსოფობიურია“, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
რუსეთის საელჩოს განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას საერთაშორისო სპორტულ სტრუქტურებზე, რათა თავიდან აიცილონ რუსი სპორტსმენების მონაწილეობა შეჯიბრებებში.
„ეს არის დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის მეინსტრიმი. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ ერიდება პირდაპირ ზეწოლას სპორტის საერთაშორისო სტრუქტურებზე, რათა რუსმა სპორტსმენებმა მონაწილეობა არ მიიღონ კონკურსებში“, – აცხადებენ რუსი დიპლომატები.