იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და კონგრესის ხელმძღვანელებს შეხვდა

იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და კონგრესის სხვა ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ძლიერი ნატო შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის და მისი მეშვეობით აშშ-ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს. გენერალურმა მდივანმა, ასევე შეაქო აშშ უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა რჩება გადამწყვეტი უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის.

სტოლტენბერგი შეხვდა პალატის უმცირესობის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს და მონაწილეობა მიიღო უკრაინაზე ფოკუსირებულ დისკუსიაში, რამდენიმე რესპუბლიკელ წარმომადგენელთან. ბოლოს კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებსა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა.