ვინ არის ქართველი, რომელმაც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტიდან 158 ათასი ევროს უნიკალური წიგნები მოიპარა და რა სასჯელი მიუსაჯეს მას?

ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მედიის ცნობით, დანაშაული 2022 წლის გაზაფხულზეა მომხდარი.

მათივე ცნობით, ის ბექა ცირეკიძეა.

საქმე ეხება 8 იშვიათი გამოცემის მოპარვას. გამოცემებს შორის, რომლებიც დამნაშავემ მაღალ დონეზე დამუშავებული ყალბი წიგნებით შეცვალა, იყო რუსი მწერლების – პუშკინისა და გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალებიც, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება.

დამატებითი სასჯელის სახით, დამნაშავეს ქვეყანაში ხელახალი შესვლის ხუთი წლით აკრძალვა დაეკისრა.

tia.ge