ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ ევროკავშირის წევრობისკენ ცხრა ნაბიჯის გადადგმა არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ დაიწყება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ცხრა ნაბიჯი არის ზუსტად იმის საშუალება, რომ მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ.
„2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი, რათა ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისა და თითოეული ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას, იყოს სოციალური დაცვის მაღალი გარანტიები, რომ სიღარიბე არ იყოს ქვეყანაში, არ იცლებოდეს ქვეყანა მოქალაქეებისგან და სწორედ ამ კონტექსტში მთავარი ხაზგასმა უკლებლივ ყველა ოპოზიციურ პარტიისგან იყო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, რასაც, ბუნებრივია, გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა პუნქტს სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს, რომ ცხრა ნაბიჯის გადადგმა არის ზუსტად იმის საშუალება, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამას გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.