„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი პრობლემის – სოციალურ ქსელში არსებული უკონტროლო აგრესიის შესახებ წერს.
„ერთდღიანმა ალტ-ისტერიამ კიდევ უფრო გამიფილტრა „ფრენდზონა“, დანარჩენი მსურველებისთვის, ასევე, ხსნილია… P.S.: 872 დღე გაგრძელდა ლენინგრადის ბლოკადა და ადამიანი ადამიანად დარჩა – შიოდა, მაგრამ მოყვასი შეეჭამა, აზრადაც არ მოსვლია. ერთ დღეში, არა ბლოკადასა თუ გაჭირვებაში, არა ომსა თუ ტერორში – ერთმანეთის ჭამაზე ვართ დაგეშილები. თან როგორი „ძაანსარწმუნოებრივი“ ბოროტი სიამოვნებით. ამისთანა ბედნიერი…“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.