მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება

სამწუხაროდ ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება”, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კითხვას, რა ბედი ეწევა პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარის ადგილს, რომლის პოსტს ამჟამად ირაკლი ჩიქოვანი იკავებს და რომელიც ირაკლი კობახიძის თქმით, თავდაცვის მინისტრის კანდიდატად იქნება წარდგენილი.

„საარჩევნო წელს როგორც წესი, მაჟორიტარობის არჩევნები არ ტარდება, ამიტომ სამწუხაროდ ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი მაჟორიტარები აღარ გვეყოლება, მაგრამ სიაში აუცილებლად გვეყოლება ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ყველა რეგიონს, სამეგრელოს, ზუგდიდს და ა.შ.“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი იქნება წარდგენილი.