აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ბაიდენის საგარეო პოლიტიკა კატასტროფაა, ეს ყველამ იცის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკა კატასტროფაა და ეს ყველამ იცის. ამის შესახებ ჯონსონმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

„ეს ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ სისუსტეს ვავლენთ, და ეს იწვევს აგრესიას. სწორედ ამიტომ იქცევიან ჩვენი მოწინააღმდეგეები მთელ მსოფლიოში ასე პროვოკაციულად. ასეთი რამ პრეზიდენტ ტრამპის დროს არ ყოფილა., იმიტომ რომ მათ ეშინოდათ ტრამპის და მისი ძლიერი ხელის. საგარეო ასპარეზზე პრეზიდენტს ბაიდენის სისუსტემ ამერიკა ნაკლებად დაცული გახადა”, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.