დააკავეს იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც ციხიდან ზეწრების საშუალებით გაიქცა

დააკავეს იტალიური „მაფიის მეფე”, საფრანგეთში დააკავეს იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც ციხიდან ზეწრების საშუალებით გაიქცა.

იტა­ლი­უ­რი მა­ფი­ის ბოსი, რო­მე­ლიც სარ­დი­ნი­ის ცი­ხეს თეთ­რე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ექ­ცა, საფ­რან­გეთ­ში და­ა­კა­ვეს.

მარ­კო რა­დუ­ა­ნო, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე ძებ­ნილ დამ­ნა­შა­ვე­თა სი­ა­ში იყო, კორ­სი­კა­ში და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას საფ­რან­გე­თი­სა და იტა­ლი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

„ევ­რო­პო­ლის” ცნო­ბით, მას 24-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბი­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის.

რა­დუ­ა­ნო მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ცი­ხი­დან გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში, ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­მუ­ლი თეთ­რე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით.

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბიც, სა­დაც ჩანს რო­გორ მო­ცო­ცავს რა­დუ­ა­ნო კე­დელ­ზე და შემ­დეგ გარ­ბის.

პო­ლი­ცი­ამ რა­დუ­ო­ნო მა­შინ და­ა­კა­ვა, როცა რეს­ტო­რან­ში საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ვახ­შმობ­და.