მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია უხუცესი მთამსვლელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

გლოვა

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს უხუცესი მთამსვლელის ლევ (ლევონ) სარქისოვის გარდაცვალების გამო ლევ (ლევონ) სარქისოვს ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი მთა­ში აქვს გატარებული და პრაქ­ტი­კუ­ლად, მსოფ­ლი­ოს ყველა მნიშვნელოვანი  მწვერ­ვა­ლი აქვს და­ლაშ­ქ­რუ­ლი, ზო­გი­ერ­თი რამ­დენ­ჯერ­მეც: უშ­ბას სამ­ხ­რეთ და ჩრდი­ლო­ეთ მწვერ­ვა­ლე­ბი – 4 710 მ და 4 676 მ; ჩა­ტი­ნი – 4 318 მ; იალ­ბუ­ზი – 5 642 მ. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტერიტორიაზე არ­სე­ბუ­ლი ხუ­თი­ვე შვიდიათა­სი­ა­ნი მწვერ­ვა­ლი/

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი მის ალ­პი­ნის­ტურ კა­რი­ე­რა­ში დე­და­მი­წის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი, ევე­რეს­ტია (8848 მ), რო­მე­ლიც მან 1999 წელს ექ­ს­პე­დი­ცია “კავ­კა­სია-99”-ის წევ­რებ­თან ერ­თად და­იპყ­რო. ამას­თან იგი იმ დროს 60 წლის და 161 დღის იყო და რო­გორც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი ევე­რეს­ტის დამ­ლაშ­ქ­რა­ვი, გი­ნე­სის რეკორდების  წიგ­ნ­შიც შე­ვი­და.

ლევ (ლევონ) სარქისოვი “ე­დელ­ვე­ი­სის ორ­დე­ნი­სა” და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი და “თოვ­ლის ჯი­ქის” ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.