უკრაინამ აშშ-ს ზალუჟნის გადაყენების გეგმების შესახებ აცნობა – მედია

უკრაინის ხელისუფლებამ აცნობა ვაშინგტონს, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გადაყენება იგეგმებოდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით Deutche Welle წერს.

ზალუჟინი

როგორც სააგენტოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, თეთრ სახლში უკრაინას უპასუხეს, რომ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება – უკრაინის სუვერენული უფლებაა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

Reuters-ის ინფორმაციით, ვალერი ზალუჟნისა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ომის მომავალი სტრატეგიის შესახებ, ასევე სხვა საკითხებზე გარკვეული უთანხმოებები არსებობს. ასევე ზალუჟნის გადაყენების მიზეზი შეიძლება გახდეს უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევა 2023 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, რომლის დროსაც უკრაინულმა მხარემ რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დიდი ნაწილი ვერ დაიბრუნა.

უთანხმოება პრეზიდენტსა და მთავარსარდალს შორის დამატებითმა მობილიზაციამაც გამოიწვია. გენერლის აზრით, აუცილებელია 500 ათასი ადამიანის მობილიზება. ზელენსკიმ ეს წინადადება უარყო. ამჟამად მხარეებმა პაუზა აიღეს და შეხედავენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები – წერს Reuters.

ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია 29 იანვარს გავრცელდა. შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ის უარყო. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ზალუჟნის გადაყენება იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ამ პოზიციაზე შესაძლო კანდიდატებმა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა და სახმელეთო ძალების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ უარი განაცხადეს.