დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჩინურ საქონელზე მეტ ტარიფებს დააწესებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჩინურ საქონელზე მეტ ტარიფებს დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტრამპი ამბობს, რომ ტარიფები შესაძლოა 60%-ს აღემატებოდეს. BBC- წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დიდი ხანია ჩინეთს არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკასა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში ადანაშაულებს.

„იცით, ცხადია, მე არ ვაპირებ ჩინეთისთვის ზიანის მიყენებას. მსურს ჩინეთთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. მაგრამ მათ ნამდვილად ისარგებლეს ჩვენი ქვეყნით“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ პირველად 2018 წელს დაიწყო ტარიფების დაწესება, რომელიც მიზნად ისახავდა ჩინეთისთვის იმპორტის შეზღუდვას. პოლიტიკა გადაიზარდა  როგორც საქონლის გადასახადების გაზრდაზე, ასევე  ზღვის პროდუქტებსა და ქიმიურ ნივთიერებებზე.