უკრაინული მედია წერს, რომ რადას დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ 2022 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. იასკომ მიუთითა, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ სახალხო დეპუტატის ქალიშვილს დედის გვარი აქვს. ბავშვი დეკლარაციაში მოხსეინებულია, როგორც ჟასმინ იასკო მიხაილოვნა.
ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსების რომანის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა, ხოლო 2023 წლის ზაფხულში იასკომ განაცხადა, რომ მას შვილი მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა. გოგონას ფოტო მედიაში არ გავრცელებულა, როგორც მედია წერს, სააკაშვილის ახლობლებსაც კი არ უნახავთ ბავშვი.
“არც მე და არც დედაჩემს არ გვინახავს მიშასა და ლიზა იასკოს ქალიშვილი ჟასმინი. ვიცით, რომ გოგონა 2022 წლის გაზაფხულზე დაიბადა”, – განუცხადა სააკაშვილის ძმამ დავითმა ინფორმატორს.
როგორც სახალხო დეპუტატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილზე არ არის დაქორწინებული. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილია, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან გისოსებს მიღმაა. სამშობლოში ის ექვსწლიან პატიმრობას იხდის უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.
ასევე დეკლარაციაში იასკომ აღნიშნა, რომ ქალიშვილთან ერთად სარგებლობს მამულით კიევის რაიონის სოფელ ლესნიკში. 120 კვ. მ სახლითა და მიწის ნაკვეთით, რომელიც 1022 კვ. მ-ია და ის სააკაშვილის დედას, ალასანია გიულს ეკუთვნის.
დეპუტატს ასევე აქვს ბინა ვორცელში, დაუმთავრებელი ბინა კიევში, ასევე Suzuki Vitara-ს ფირმის მანქანა, რომელიც მან 2020 წელს 470 ათას გრივნად (დაახლოებით 33 ათასი ლარი) შეიძინა. 2022 წელს იასკომ უმაღლეს რადაში 319 ათასი გრივნა (22 400 ლარი) გამოიმუშავა.
მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიდეომიმართვაში ირკვევა, რომ მას პალატაში კედელზე მისი ვაჟების, ედუარდის და ნიკოლოზის ფოტოები უკიდია, რომელიც ყოფილი მეუღლისგან, სანდრა რულოვსისგან ჰყავს. ასევე კედელზე ჩანს ქალიშვილის ელის მარიას ფოტო, რომელიც მომღერალ სოფია ნიჟარაძისგან შეეძინა და კიდევ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო. მაგრამ სააკაშვილის კედელზე პატარა ჟასმინის ფოტო არ ჩანს.