თურქეთი ეგვიპტეს უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთი ეგვიპტეს უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ათწლეულის გაწყვეტის შემდეგ ნორმალიზდება – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაცია მნიშვნელოვანია ეგვიპტისთვის გარკვეული ტექნოლოგიების არსებობისთვის. ჩვენ გვაქვს შეთანხმება უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და სხვა ტექნოლოგიების მიწოდებაზე“, – აღნიშნა ფიდანმა.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეგვიპტეში 14 თებერვალს გაემგზავრება, სადაც ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდება.

მისი თქმით, ლიდერები განიხილავენ ორმხრივ რეგიონულ საკითხებს, მათ შორის ვაჭრობას, ენერგეტიკასა და უსაფრთხოებას.